fbpx
საზოგადოება

6.500 მეხი და “თარო-ღრუბელი” ატიკის თავზე – როდემდე იწვიმებს?!

ატიკას სარონიკის ყურედან მომავალი, ე.წ. “თარო-ღრუბელი” გადაეფარა, რასაც ძლიერი წვიმები მოჰყვა დასავლეთ საბერძნეთსა და ატიკაში. წვიმასთან ერთად რამდენიმე რეგიონში ქროდა ძლიერი ქარი და ჩამოვარდა მინიმუმ 6.500 მეხი.

თუმცა, მიუხედავად უხვი ნალექისა, რომელიც დღეს ატიკაში მოვიდა, ხვალიდან სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას გვპირდებიან. კვლავ იწვიმებს პელოპონისოსა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, ასევე დასავლეთ საბერძნეთის ნაწილში, თუმცა, ატიკის რეგიონში მზიანი ამინდია მოსალოდნელი დაა ტემპერატურა საგრძნობლად აიწევს.

კარგი ამინდები ოთხშაბათამდე შენარჩუნდება, დღეს კი, მომდევნო საათებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.

 

onalem

ტესტ