fbpx
საზოგადოება

“ორი სახლი და ბანკის ანგარიში მის გვერდით მწოლიარე პაციენტს დაუტოვა” – ვის დარჩა ნანა კარაიანის ქონება

ტატიანა სტეფანიდუს შოუში ნანა კარაიანის დედამ და იმ ქალაბტონმა ისაუბრეს, რომელსაც ცნობილი მოდელის და ჟურნალისტის მთელი ქონება დარჩა, თუმცა, მას არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს კარაიანის ოჯახთან.

ნანა კარაიანი 38 წლის ასაკში, ანორექსიით გარდაიცვალა. მან თავისი ორი სახლი და თანხა, რომელიც ბანკის ანგარიშზე ჰქონდა, მეგობარ ქალს დაუტოვა, რომელიც საავადმყოფოში გაიცნო. სახლები ათენსა და კერკირაზე მდებარეობს.

მისი დედა, როგორც ჩანს, უკმაყოფილებას ვერ მალავს, რომ მისმა შვილმა არაფერი დაუტოვა, გარდა პირადი ნივთებისა და ყველაფერი თავის მეგობარ ანასტასიას უსახსოვრა, რომელიც მისი მხარდამჭერი და ერთადერთი მეგობარი იყო ბოლო პერიოდის მანძილზე.

“მასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. არასოდეს მისაუბრია. ნანას მეგობარია და მე არ ვიცნობ. ნანას მარტო ცხოვრება თავად ჰქონდა გადაწყვეტილი. სახლების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ბანკის ანგარიშზე დიდი თანხა ჰქონდა,” ამბობს მისი დედა.

იხილეთ ნანა კარაიანის დედის ინტერვიუ:

onalem

ტესტ