fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დღეს ოფიციალური გადაწყვეტილებები: კარანტინის გადავადება აუცილებლობაა

“აუცილებლად გვჭირდება კარანტინის 1 კვირით გადავადება, თუმცა, მეორე კვირას რაც შეეხება, ამას მოგვიანებით ვნახავთ,” აცხადებს პროფესორი, ათანასიოს ექსადაკტილოსი.

სამეცნიერო საზოგადოებაში არსებობს შეშფოთება პანდემიის განვითარებასთან დაკავშირებით.  ამ დროისთვის საბერძნეთში არსებული მდგომაროება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მესამე ტალღა მძვინვარებს მუტაციების ფონზე. 

ბრიტანული შტამის გავრცელება მხოლოდ დროის საკითხია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძლიერი იარაღი მის წინააღმდეგ, ვაქცინა. რაც შეეხება აფრიკულ შტამს, შედარებით უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არ ფიქსირდება ამ შტამით ინფიცირების ბევრი შემთხვევა, ვაქცინის ეფექტურობა მასთან მიმართებაში, გარკვეულწილად ეჭვქვეშ დგას,” აცხადებს პროფესორი.

დღეს, 26 თებერვალს, საბერძენთის ექსპერტთა საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს, თუ როდემდე გასტანს კარანტინი და საჭირო იქნება თუ არა კიდევ დამატებითი ზომების მიღება. ამასთანავე, ხარდალიასი გამოაცხადებს, დარჩება თუ არა ძალაში შაბათ-კვირას გადაადგილების აკრძალვა 18:00 საათიდან.

onalem

ტესტ