fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალმა 6 და 8 წლის შვილები სახლში ჩაკეტა, მათ კი ორგანიზაციაში, “ბავშვის ღიმილი”, დარეკეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 37 წლის წალბატონი, რომელმაც საკუთარი ორი შვილი სახლში მარტო დატოვა, გარდა გასაღებით ჩაკეტვისა, მან კარს ბოქლომიც კი დაადო და წავიდა.

არსებული ცნობებით, პატარა გოგონებმა ინტერნეტში ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილის” ნომერი იპოვეს და დაუყოვნებლივ დარეკეს, იტყობინებოდნენ, რომ სახლში იყვნენ ჩაკეტილები. ცხადია, ადგილზე სწრაფად მობილიზდა პოლიცია.

როგორც გოგონებმა ოფიცრებს უთხრეს, მათმა ბებიამ, მამის მხრიდან, ურჩია, რომ თუკი დედა ოდესმე მათ მარტო დატოვებდა, აუცილებლად ორგანიზაციის ნომერზე დაერეკათ და როგორც ჩანს, ასეც მოიქცნენ.

ქალს არასრულწლოვნების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ბრალდებით გაასამართლებენ. ეს დანაშაული, როგორც ირკვევა, მრავალჯერ აქვს ჩადენილი.

 

onalem

ტესტ