fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“10-15 დღეში ვიხილავთ მძიმე შედეგებს, თუ მოემატა პაციენტები, სიტუაცია კონტროლის არიდან გასულია” – მატინა პაგონი

მედიცინის სფეროს წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოდუნებული მოსახლეობა გამოაფხიზლონ და ამ მოდუნებით გამოწვეულ შედეგებზე აქტიურად საუბრობენ. ათენი-პირეას საავადმყოფოს თანამშრომელთა გაერთიანების პრეზიდენტი, მატინა პაგონი აცხადებს, რომ ცუდის ნიშანია ბოლო ოთხი დღე სამნიშნა რიცხვების დაფიქსირება.

“იმის შედეგებს, რაც დღეს ხდება, დაახლოებით 10-15 დღეში ვიხილავთ. თუ დაიწყება ისეთი პაციენტების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისად, თუ გაიზრდება რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფთა რიცხვი, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია აბსოლუტურად გავიდა კონტროლის არიდან.

მიმდინარე დღეები ურთულესია და ეს 20 აგვისტომდე მაინც გაგრძელდება, რადგან ყველა დასასვენებლად მიდის. ვირუსის გადადების ინდექსი გაზრდილია 1-მდე და მალე 1-ს გასცდება კიდეც. ჩვენ ვხედავთ, რომ პოროსზე დაწესდა დამატებითი აკრძალვები.

წლევანდელი წლისთვის ვაქცინა არ გვექნება. ამ ყველაფერს აქვს თავისი ეტაპები და აუცილებლად უნდა დადასტურდეს მისი უსაფრთხოება. კორონავირუსზე გაქცინას უნდა ველოდოთ 2021 წლიდან,” განაცხადა პაგონიმ.

onalem

ტესტ