fbpx
საზოგადოება

ერთი ბილეთი 1.500 ევრო – ანტონის რემოს ექსკლუზიური 3 საათიანი შოუ მონაკოში

ანტონის რემომ მონაკოში 3 საათიანი ექსკლუზიური შოუ გამართა, რომელზე დასწრებისთვისაც მინიმუმ 1.500 ევრო იყო საჭირო. აქ იყვნენ ცნობილი პირები, ბიზნესმენები, გემთმფლობელები და ისინი, ვისაც რემოს მოსასმენად ჯიბეში საკმარისი თანხა ჰქონდა.

ღონისძიებას  Nammos World-მა უმასპინძლა და რემომ შეასრულა მისი ყველაზე ცნობილი ბერძნული სიმღერები.

აღსანიშნავია, რომ ანტონის რემომ მსგავსი კონცერტები მიკონოსზეც გამართა, სადაც მაგიდასთან ერთი ადგილის ღირებულება ასევე 1.500 ევრო იყო.

მონაკოში გამართულ ექსკლუზიურ კონცერტს კი დაახლოებით 400-მდე სტუმარი ესწრებოდა, რაც ნიშნავს, რომ შემოსავალი მინიმუმ 600.000 ევროა.

 

onalem

ტესტ