ვოლოსის მერმა პასპორტისა და პირადობის მოწმობის გარეშე გამგზავრება შეძლო

დღეს “Aegean Airlines-ის” ოფისში დიდი დაბნეულობა შეიქმნა, როდესაც ქალაქ ვოლოსის მერი მივიდა და ბილეთის შეძენა, გასამგზავრებლად, პასპორტის გარეშე მოითხოვა. მას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიც კი არ ჰქონდა.

ახილეას ბეოსმა მათ შესთავაზა, რომ ქალაქის მერიიდან მისი იდენტიფიცირებისთვის საბუთებს ფაქსით გადაუგზავნიდნენ. საკვირველია, თუმცა, მას ამაზე დათანხმდნენ.

ავიაკომპანიამ ვოლოსის მერს ბილეთი გამოუწერა და თესალონიკის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავის ბორტზეც პასპორტის გარეშე ავიდა, ისინი კი ჯერ კიდევ ფაქსს ელოდებოდნენ.

melano

ტესტ