fbpx
პოლიტიკა

მაისში 8 თურქ სამხედრო პირს გაათავისუფლებენ

თურქეთის წარმომადგენლების განმარტებით, 8 თურქი სამხედრო პირის საქმე ბერძენი ჯარისკაცების საქმესთან კავშირში არ არის. საბერძნეთის იუსტიციის მინისტრმა, სტავროს კონტონისმა “Νews 247“-ში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მაისში 8 თურქი სამხედრო პირის გათავისუფლება იგეგმება, რომლებიც პატიმრობის 18 თვიან პერიოდს ასრულებენ.

მინისტრმა 8 თურქი სამხედრო პირის პატიმრობის ვადის გადავადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ 18 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ არ მოხდება პატიმრობის გადავადება. თურქეთის მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გასაჩივრება არ მომხდარა. იუსტიციის მინსტრმა ასევე მიუთითა, რომ ამ მიზეზით ამ ადამიანების 18 თვეზე მეტი ხნით დაკავება შეუძლებელია, ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთი იცავს კანონს და მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით იდგმება ნაბიჯები.

“საბერძნეთი ხელმძღვანელობს სამართლის პრინციპებით და კანონებით, ჩვენს ქვეყანაში დამნაშავეები პასუხს აგებენ და ყველა ადამიანის უფლება დაცულია ჩვენ მიერ“ – განმარტავს კონტონისი.

კითხვაზე არის თუ არა კავშირი 8 თურქი სამხედრო პირის საქმესა და ორი ბერძენი ჯარისკაცის საქმეს შორის, უპასუხა, რომ თურქების მხრიდან არ ყოფილა ოფიციალური განცხადება და მას არ შეუძლია მკითხაობა ასეთ სერიოზულ საკითხთან დაკავშირებით. იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა პატიმარ დ.ნ-ს საგანმანათლებლო ნებართვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება 2 თვის ვადაში იქნება მიღებული.

მინისტრის თქმით, “ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფოს წევრები. მე ვერ ვისაუბრებ ისეთ საკითხებზე, რომლებშიც არ ვარ კომპეტენტური. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს, შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება და გიპასუხოთ კითხვებზე, მაგრამ ისეთ საკითხებზე, რაზეც პროკურორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პასუხს ვერ გაგცემთ.”

კონსტანტინოს იაღძოღლუს საქმეზე მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი დღის უკან პატიმარი გადაყვანილი იქნა ათენში, სადაც სასამართლო პრეცესისთვის ემზადება. “დაცული უნდა იყოს პატიმრების უფლებები. ასევე, პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, იმის მიუხედავად, ვეთანხმებით მას თუ არა, კანონი არსებობს იმისათვის, რომ შესრულდეს,“ – აღნიშნა მინისტრმა.

onalem

ტესტ