fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ვასილი ბესკენის ემოციური დაკრძალვა – 43 წლის ჟურნალისტი ბოლო გზაზე გააცილეს

დღეს ცნობილი ჟურნალისტი, ვასილი ბესკენი, რომელიც კვირას დილით გულის შეტევით გარდაიცვალა, მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა საბოლოო გზაზე გააცილეს.

ცერემონია გლიფადაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართა, შემდეგ კი ბესკენი ასევე გლიფადის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ჟურნალისტთან გამოსამშვიდობებლად ეკლესიაში უამრავი ადამიანი მივიდა, მათ შორის: ადონის გეორგიადისი, დორა ბაკოიანი, ევანგელოს ვენიზელოსი, სტამატის მალელისი, სია კოსიონი და ა.შ. იქ იყო ტელეკომპანია SKAI-ს თითქმის ყველა ჟურნალისტი, რომელიც ვასილისთან ერთად ბოლო წლების მანძილზე მუშაობდა.

ადონის გეორგიადისი ცრემლს ვერ იკავებდა. ის მეგობარს ამ სიტყვებით დაემშვიდობა: “შენს ოჯახს მარტო არ დავტოვებ, მშვიდად განისვენე, მეგობარო.”

onalem

ტესტ