თურქეთი თავისი სანტორინის მშენებლობას გეგმავს

როგორც თუქული გაზეთი იუწყება, საბერძნეთის მეზობელ თურქეთს ამბიციური გეგმა აქვს, რომელიც მეორე სანტორინის აშენებას გულისხმობს.

კერძოდ, თურქეთი აპირებს შექმნას საცხოვრებელი კომპლექსი, სახელად “Park Side Santorini”, რომელიც ბერძნული ტურისტული სამოთხის, სანტორინის იმიტაცია იქნება.

როგორც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ვებ-გვერდი იტყობინება, თურქული სანტორინი 21, 000 კვადრატულ მეტრზე გაშენდება, მოიცავს 507 საცხოვრებელ ბინას და 17 კერძო სახლს. ასევე, ექნება 74, 000 კვადრატულ მეტრზე გაფართოების პერსპექტივა. აშენდება 5 და 8 სართულიანი კორპუსები.

საცხოვრებლის ფასები დაიწყება 228, 000 თურქული ლირიდან და ბინების ფართობი იქნება 53-დან 114 კვადრატულ მეტრამდე.

სამშენებლო კომპანია მყიდველებს სთავაზობს გარანტირებულ სუფთა გარემოს, ზღვის ხედს და პარალელურად მთის ატმოსფეროს, სპეციალურ აუზებს, სიმშვიდეს და უსაფრთხოებას.

თურქული სანტორინი იზმირის ტერიტორიაზე განთავსდება.

 

melano

ტესტ