fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია ლარისაში: ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ქორწილისთვის ემზადებოდა, სატვირთომ იმსხვერპლა

ლარისას მოსახლეობა შოკში ჩააგდო პოლინა ცაპაკიდუს გარდაცვალებამ. ის სატვირთო მანქანას ემსხვერპლა, როდესაც ლარისა-თესალონიკის ცენტრალური გზის გადაკვეთას ცდილობდა.

სატვირთო, რომელიც თესალონიკის მიმართულებით მოძრაობდა, გოგონას დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა. პოლინა ტექნიკის მაღაზიაში მუშაობდა, საბედისწერო დღეს კი ველოსიპედით სავარჯიშო დარბაზში მიდიოდა. როგორც მისი ნათესავები ამბობენ, ის სექტემბერში დაქორწინებას აპირებდა.

ახლა მისი დედა, რომელიც მასთან ერთად საქორწინო სამზადისში იყო, მისი დაკრძალვისთვის უნდა მოემზადოს.

“ბავშვები 4 წლის მანძილზე იყვნენ დანიშნულები. ქორწილისთვის ვემზადებოდით. რაც ვიცი არის ის, რომ პოლინა ველოსიპედით მიდიოდა, შუქნიშანზე გაჩერდა. როდესაც მწვანე აინთო სატვირთოს მძღოლმა ის ვერ დაინახა და უკნიდან დაეჯახა. საგზაო პოლიციისგან მეტი ინფორმაციის მიღებას ველით. ეს გზა ძალიან საშიშია,” ამბობს მისი დედა.

onalem

ტესტ