fbpx
საბერძნეთი

პარნითა იწვის – ხანძარი უკონტროლოა და დასახლებიდან 100 მეტრში მძვინვარებს

საბერძნეთში ხანძრებს ბოლო აღარ უჩანთ. მედიის ინფორმაციით, უკონტროლო ხანძარი მძვინვარებს პარნითაზეც, საიდანაც მან დროსოპიგის ტერიტორიას მიაღწია და ახლა კრიონერისკენ აქვს გეზი აღებული.

დიონისოს მერი აცხადებს, რომ ხანძარი სრულიად უკონტროლოა და დასახლებული ადგილებიდან მხოლოდ 100 მეტრის დაშორებით მძვინვარებს.

პოლიციის ოფიცრები დროსოპიგის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მძღოლებს ხანძრის მიმართულებით გადაადგილებას უკრძალავენ.

მოსახლეობას უკვე დაეგზავნა მითითებები, დატოვონ რისკის შემცველი ტერიტორიები.

onalem

ტესტ