fbpx
საბერძნეთი

კატასტროფული მდგომარეობა საბერძნეთში – 150 ადამიანი ხანძარშია მომწყვდეული

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ილიასში კატასტროფული მდგომარეობა ფიქსირდება. ხანძარმა მაშტაბური სახე მიიღო და როგორც ირკვევა, ცეცხლშია მომწყვდეულია 150 ადამიანი სოფელ კლადეოს ტერიტორიაზე.

როგორც ერთ-ერთი მკვიდრის ქალიშვილი ტელეკომპანია Open-თან ამბობს, სოფლის მაცხოვრებლები ერთ ადგილას არიან შეკრებილები და ტელეფონებიც კი არ აქვთ, რომ ვინმეს დაუკავშირდნენ.

პეფკეს ტერიტორიაზე იწვის სახლები, აქ 20-მდე ადამიანი საათნახევრის მანძილზე იყო ხანძრის ეპიცენტრში მომწყვდეული, გარშემო კი ეზოები იწვოდა.

კრიტიკული მდგომარეობაა და ადგილი აუცილებლად უნდა დატოვონ ადამიანებმა, რომლებიც იმყოფებიან შემდეგ ტერიტორიებზე: ვასილაკი, იფსილო, ასპრა სპიტია (თეთრი სახლები), ქსიროკაბო, აბარი, ანო-კატო ლუვრო, კრიონერი, ლალა, დუკა, ლასდიკა, ნემუტა (ილიას).

onalem

ტესტ