fbpx
საზოგადოება

ტრაგედია კორფუზე: ნათლობაში ნასროლმა ტყვიამ სტუმარი იმსხვერპლა

კორფუზე ნათლობა ტრაგიკულად დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღსანიშნად გასროლილმა ტყვიამ მიწვეული სტუმარი იმსხვერპლა.

კერძოდ, ნათლობა აგიოს იოანის ეკლესიაში მიმდინარეობდა, რა დროსაც, ბერძნებისთვის დამახასიათებელი ტრადიციით, აღსანიშნად ჰაერში ისროლეს, თუმცა, ერთი ტყვია 56 წლის ქალისთვის ფატალური აღმოჩნდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ქალს ტყვია მუცლის არეში მოხვდა. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების თქმით, ის ადგილზე იყო გარდაცვლილი.

onalem

ტესტ