fbpx
კრიმინალი

თავდასხმა ავტობუსებზე ათენში: შეშინებული მძღოლები და მგზავრები

OASA-ს კავშირის პრეზიდენტმა, კონსტანტინოს სირიკისმა ისაუბრა ავტობუსებზე თავდასხმის 5 ინციდენტზე, რომელიც ბოლო დღეებში მოხდა და აღნიშნა, რომ საკმაოდ შეშფოთებულია ამ მოვლენებით.

მან დასძინა, რომ დაგეგმილია OASA-სა და პოლიციას შორის შეხვედრა. ისინი ერთობლივად შეეცდებიან გაუმკლავდნენ აღნიშნულ პრობლემას, რადგან ინციდენტების რაოდენობა თანდათან იზრდება.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხალხი, რომელიც ამ თავდასხმებში მონაწილეობს, ძირითადად, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ან ისეთი ადამიანები არიან, ვინც ფსიქიატრიულ შემოწმებას საჭიროებს.

გუშინ, 21:00 საათზე, სიგრუს გამზირზე, უცნობი ადამიანები თავს დაესხნენ ავტობუსს Α2. ისინი შეიარაღებულები იყვნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა. შაბათიდან მოყოლებული, ეს თავდასხმის მე-5 შემთხვევაა.

მანამდე, 19:00 საათზე, ანარგირის Γ10 ავტობუსზე მოხდა თავდასხმა. 2 კვირის მანძილზე, უკვე 14 მსგავსი ინციდენტია მომხდარი.

 

 

onalem

ტესტ