fbpx
საზოგადოება

სკანდალური ფაქტი ტრიპოლში: დამკრძალავ ბიუროს მიცვალებულები აერია

საშინელი ინციდენტი ბერძნული ქალაქის, ტრიპოლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში, დაკრძალვის დროს მოხდა.

დამკრძალავი ბიუროს შეცდომამ ორი გარდაცვლილის ოჯახი და ახლობლები საშინელ საგონებელში ჩააგდო.

2 ივლისს ათენში, ერთ-ერთ ოჯახში 84 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. მისი ნათესავები და მეგობრები ტრიპოლის სოფლის ეკლესიაში შეიკრიბნენ, ვინაიდან ქალი სწორედ ამ სოფლიდან იყო. მათ სურდათ პატივი მიეგოთ მიცვალებულისთვის და უკანასკნელად გამომშვიდობებოდნენ.

როდესაც სასახლე მოიტანეს და თავსახური ახადეს, ყველა გაოგნებული დარჩა, რადგან იქ თავიანთი მიცვალებული ქალის ნაცვალად, 90 წლის მამაკაცი იწვა.

ნათესავებმა მაშინვე მიიღეს შესამაბისი ზომები და დამკრძალავ ბიუროში დარეკეს. აღმოჩნდა, რომ შეცდომით, გარდაცვლილი ქალბატონი კორინთოში გაგზავნეს, ხოლო მამაკაცი, რომელიც კორინთოში უნდა დაეკრძალათ, ტრიპოლში.

შედეგად, დაკრძალვა შედარებით გვიან, 20:00 საათზე მოხდა, როდესაც გადაცვლილთა ოჯახის მოთმინება უკვე ამოიწურა.

ცნობილია, რომ საბერძნეთში ასეთი შემთხვევა პირველი არ არის.

თუმცა, ნათესავები და მეგობრები კმაყოფილი იყვნენ იმითაც, რომ მათ შეცდომა დაკრძალვამდე აღმოაჩინეს და სხვისი მიცვალებული არ მიაბარეს მიწას. ვინაიდან, შემდეგ მიცვალებულთა ვინაობის დასადგენად საფლავების გათხრა გახდებოდა საჭირო.

onalem

ტესტ