fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

შოკი არგოსში: 5 წლის ბავშვს შიშველ ფოტოებს უღებდა, მშობლებს კი სანაცვლოდ საჭმელს აძლევდა

არგოსში მომხდარმა ინციდენტმა მთელი საბერძნეთი შეძრა. საუბარია 46 წლის ბერძენ მამაკაცზე, რომელიც 5 წლის ბიჭს შიშველ ფოტოებს უღებდა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. შოკისმომგვრელია ფაქტი, რომ მშობლები ამაზე თანახმა იყვნენ, ვინაიდან მამაკაცი მათთვის საჭმელს ყიდულობდა და ამით მათ გაჩუმებას და მოსყიდვას ახერხებდა.

ოჯახი რუმინეთიდან არის და სულ ოთხი შვილი ჰყავთ.

მშობლებს(29 და 30 წლის) ბავშვებზე მეურვეობის უფლება ჩამოერთვათ, დაპატიმრებული არიან 20 წლის ვადით და ეკისრებათ ჯარიმა 100,000 ევროს ოდენობით.  46 წლის მამაკაცს კი, სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ჯარიმის სახით 150, 000 ევრო დააკისრა.

ამ ამბის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ორგანიზაციამ ”ბავშვის ღიმილი” საჩივარი შეიტანა. ჩვენებაში ეწერა, რომ მამაკაცი ნავპლიოს ერთ-ერთ კაფეში საკუთარი ნამოქმედარით ამაყობდა. პოლიციამ მამაკაცი დააკავა და მის ტელეფონში ნამდვილად აღმოჩნდა 5 წლის ბიჭის შიშველი  ფოტოები.

ოთხივე ბავშვი არგოლიდას საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სექსუალური ძალადობის არანაირი კვალი არ აღმოაჩნდათ.

onalem

ტესტ