შეიარაღებული დაპირისპირება ომონიაზე – დაჭრილია ორი მამაკაცი

გავრცელებული ინფორმაციით, ომონიაზე ორ უცხოელ მამაკაცს შორის შეკამათება მოხდა.

კერძოდ, ინციდენტი დაახლოებით 22:00 საათზე ათენის ცენტრში დაფიქსირდა.

პოლიციის ინფორმაციით, ბანგლადეშის ორი მოქალაქე, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, ერთმანეთს დაუპირისპირდა და აზრთა სხვადასხვაობის პრობლემის მოგვარება ერთმანეთის დაჭრით დასრულდა.

ორივე მათგანი “გენიმატას” საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციამ საქმეში გარეული კიდევ სამი პირი აიყვანა, რომელთაგან ორი ამ დრომდე საპატიმროში რჩება.

melano

ტესტ