fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

შაბათ-კვირას საჰარა საბერძნეთში – ძლიერი ქარი და აფრიკის ქვიშა

სინოპტიკოსი იანის კალიანოსი კვირის ბოლოს საბერძნეთში ექსტრემალურ ამინდს პროგნოზირებს. კერძოდ, მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა, თუმცა, ამას თან ახლავს გარკვეული მოვლენები.

კალიანო საუბრობს აფრიკის ქვიშაზე, რომელსაც საბერძნეთში ქარი გადმოიტანს. ქარის ძალა კი ბუფორტის სკალით 9 ბალსაც კი მიაღწევს.

შაბათიდან ტემპერატურა საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე 25-დან 27-28 გრადუსამდე გაიზრდება, ხოლო ეგეოსის ზოგიერთ კუნძულსა და კრეტაზე ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება.

ქარი განსაკუთრებით ძლიერი იქნება იონიის ზღვაში.

კვირას დილით კი დასავლეთ საბერძნეთში ამინდი საგრძნობლად გაუარესდება, ძლიერი წვიმებისა და ელჭექის თანხლებით.

onalem

ტესტ