fbpx
საბერძნეთი

მამაკაცმა ბერძნულ პოლიციას შეატყობინა, რომ 5 კაცი მოკლა, რათა მათი მზადყოფნა შეემოწმებინა

ოთხშაბათს შუადღეს 43 წლის მამაკაცმა საბერძეთის პოლიციის განყოფილებაში იმეილი გააგზავნა, რომელშიც წერდა, რომ 5 ადამიანი მოკლა. მან ასევე მიუთითა თავისი მისამართი, რადგან, როგორც ამბობდა ჩაბარება სურდა.

დაახლოებით შუადღის 4 საათისთვის პოლიცია ვოლოსში, მამაკაცის სახლში მივიდა, მაგრამ იქ ვერცერთი მსხვერპლი ვერ იპოვეს, რადგან რეალურად ის იტყუებოდა. მოგვიანებით, მამაკაცმა განაცხადა, რომ პოლიციას წერილი მხოლოდ იმიტომ გაუგზავნა, რომ შეემოწმებინა, რამდენად მზად იყვნენ ასეთ შემთხვევებში მოქმედებისთვის.

თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. 43 წლის ბერძენის სახლში იპოვეს 5 დანა, რომელთა ზომა 30-დან 42 სანტმეტრამდე იყო. ეს ყველაფერი კი მის მფლობელობაში უკანონოდ იყო.

სასამართლომ აღნიშნული ტყუილისა და ცივი იარაღის უკანონოდ შენხვის ბრალდებით მამაკაცს 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და გარდა ამისა, დააკისრა ჯარიმა, 600 ევროს ოდენობით.

ასევე, პროკურორმა დაკავებულის ფსიქიატრიული შემოწმება მოითხოვა.

onalem

ტესტ