fbpx
საბერძნეთი

უკონტროლო სროლა ათენში სახლის აივნიდან – 82 წლის მამაკაცი პოლიციამ განაიარაღა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ათენში, კერძოდ ხალანდრის ტერიტორიაზე მოხდა და ფაქტობრივად, სასწაულია, რომ მსხვერპლი არ მოჰყვა.

ირკვევა, რომ 82 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის აივანზე გადმოდგა და უკონტროლო სროლა დაიწყო. მან მინიმუმ სამჯერ გაისროლა და საბედნიეროდ, ბრმა ტყვია არავის მოხვდა, გარშემო კორპუსებში.

ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მინიმუმ 1 საათი დასჭირდა, რომ მოლაპარაკების საფუძველზე, მამაკაცი განეიარაღებინა.

როგორც ცნობილი გახდა, მოხუცს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

onalem

ტესტ