fbpx
საბერძნეთი

უფასო დასვენება საბერძნეთის მთავრობისგან – როდის იხსნება სისტემა პროგრამაში მონაწილეობისთვის?!

ოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთში უფასო დასვენების პროგრამაში მონაწილეობისთვის სისტემა 17 ივნისს, ხუთშაბათს იხსნება.

2021 და 2022 წლებში საბერძნეთში მცხოვრებ 600.000 ადამიანს ექნება საშუალება, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ შვებულებაში წავიდეს. ეს არის ΟΑΕΔ-ის პროგრამა, რომელიც ეხებათ არა მხოლოდ უმუშევრებს, არამედ დასაქმებულებსაც.

პროგრამა გაიხსნება 2021 წლის ივნისის შუა რიცხვებში და მოიცავს პერიოდს 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 31 ივლისამდე. ამრიგად, ამ პერიოდში, კონკრეტულ თარიღებში შესაძლებელია გადმოგეცეთ ვაუჩერი, რომლითაც ისარგებლებთ და წახვალთ სასტუმროში, რომლის ხარჯებსაც დაფარავს საბერძნეთის მთავრობა.

პროგრამა მოიცავს სასტუმროს + საუზმე +  მგზავრობის ხარჯები და გათვლილია 1-დან 6 დღეზე.

10 დღე შეიძლება დაჰყოთ შემდეგ კუნძულებზე: ლეროსი, ლესვოსი, ხიოსი, სამოსი, კოსი და ასევე, ევროსში.

გარდა ამისა, მათ ვინც მიიღო ვაუჩერი 2020 წელს, მათი გამოყენება შეეძლებათ 2021-2022 წლებში.

ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგი კრიტერიუმებიდან რომელიმეს:

  • უნდა უფიქსირდებოდეთ მინიმუმ 50 სამუშაო დღე
  • უნდა იღებდნენ უმუშევრობის დახმარებას ΟΑΕΔ-ისგან მინიმუმ 2 თვე
  • უნდა ჰქონდეთ გავლილი სპეციალური რეგისტრაცია ΟΑΕΔ-ში როგორც შშმ პირი
  • ოჯახური შემოსავალი უნდა იყოს 30.000 ევრომდე წელიწადში (და არა მეტი).

თუ საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობთ, მიმართეთ ბუღალტერს (ლოგისტს), რომელიც ზუსტად გაგარკვევთ შეგიძლიათ, თუ არა მიიღოთ მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში.

onalem

ტესტ