მკვლელობა კვიპროსზე: 45 წლის დამლაგებელი საკუთარ სამსახურში გარდაცვლილი იპოვეს

თურქ-კვიპროსელმა მამაკაცმა, ფათიჰ ციკრიციმ თავისი ყოფილი შეყვარებული, 45 წლის გულბაჰერ ულუტანი მოკლა იმ სახლში, სადაც ქალი დამლაგებლად მუშაობდა.

მკვლელის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. პოლიციამ დამნაშავე მამაკაცის ფოტოსურათები ყველგან გაავრცელა. ქალი სახლის დერეფანში იპოვეს. მისი სხეული სისხლის გუბეში ცურავდა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანით ნიქოზიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ულუტანის გვამის გაკვეთის შედეგად, დადგინდა, რომ მამაკაცი თავს დაესხა ქალს, რადგან მის სხეულზე ძალადობის ნიშნები აღმოჩნდა. მსხვერპლმა, იმ დროს, ყვირილი დაიწყო. მეზობლებმა კი, რომლებმაც ხმაურზე მოირბინეს, სახლის დერეფანში სისხლში მცურავი ქალი იპოვეს და სასწრაფოდ პოლიციას დაურეკეს.

დანაშაული, დაახლოებით, 10:30 საათზე მოხდა. 45 წლის ქალი 2 შვილის დედა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე მამაკაცის წინააღმდეგ, პოლიციაში, საჩივარი იყო დარეგისტრირებული ე.წ. სატელეფონო დევნისთვის.

მოწმეების თქმით, ციკრიცი სახლს ერთი კვირის განმავლობაში უთვალთვალებდა. როგორც ჩანს, მან დანაშაული საუგლდაგულოდ დაგეგმა.

 

melano

ტესტ