fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სანტორინი: ამერიკელი რეპერის ვიდეო კლიპი მართლმადიდებლურ ეკლესიაში

ამერიკელი რეპერის, რიკ როსის ვიდეო კლიპის გადაღებას თირას ეპარქიაში მძაფრი რეაგირება მოჰყვა. ის ეკლესიაში, ხატების წინ მღერის.

სიმღერის სახელწოდებაა “Santorini Greece”. სწორედ ამიტომ მომღერალმა საკუთარი ვიდეო კლიპი სანტორინზე, სხვადასხვა ხედების ფონზე გადაიღო და ასევე აგიუ ევსტრატიუ ვურვულუს ეკლესიაში.

გაღიზიანება მოჰყვა ფაქტს, რომ გარდა იმისა, რომ ვიდეოში მომღერალი ეკლესიაში, ხატების წინ ასრულებს სიმღერას, კლიპში არიან ნახევრად შიშველი მოდელები.

თირას ეპარქიამ ამ ყველაფერს სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ეკლესიის ინტერიერი კომერციული მიზნებისთვის გამოიყენეს. მათი განცხადებით, ამის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ და მათთან ნებართვის ასაღებად არავინ მისულა.

onalem

ტესტ