fbpx
კანონმდებლობასაზოგადოება

სიახლე საბერძნეთის აეროპორტებში: მესაზღვრეების გარდა მგზავრებს პოლიციაც შეამოწმებს

ახალი კანონის თანახმად, საჰაერო ავიახაზებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე შესრულებული ფრენის მონაცემები და მგზავრობასთან დაკავშირებული ანალიტიკური ბაზა საბერძნეთის პოლიციას უნდა გადასცეს.

ზემოთ აღნიშნული კანონპროექტი სამოქალაქო დაცვის მინისტრმა და საჯარო ადმინისტრაციია პარლამენტთან არსებულმა კომიტეტმა შეიმუშავა, რომელიც 2016 წლის ევროპული დირექტივის მიხედვით შეიქმნა.

პოლიციას გადაეცემა ისეთი სახის მონაცემები, როგორიცაა მისამართი, გადახდის მეთოდი, მოგზაურობის ისტორია, ინფორმაცია ბარგისა და ბილეთის დაზღვევის შესახებ. ახალი კანონი ტერორისტული დანაშაულის თავიდან აცილებისა და გამოძიების მიზნით ხორციელდება.

ფაილი მონაცემთა ბაზაში 5 წლის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი ინფორმაცია განახლდება.

onalem

ტესტ