fbpx
საზოგადოება

კლუბი, სადაც ნიკოს ვერტი მღერის, აღარ დაიხურება!

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოს ვერტის სამუშაო ადგილს დახურვის საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა, როგორც ჩანს მომღერლისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა…

კერძოდ, თესალონიკში მდებარე კლუბში აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა შემოწმება, რის შედეგადაც უამრავი დარღვევა აღმოაჩნდათ. ვერტის პრემიერა 10 აგვისტოს ჰქონდა, ერთი დღით ადრე კი სასამართლოში თავადაც წარსდგა, როგორც კლუბის თანამშრომელი.

ჩანდა, რომ კლუბს ბევრად მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ვიდრე ეს დასაშვები იყო, ასევე უკანონოდ იყენებდნენ პარკინგის ადგილს და აღინიშნებოდა კიდევ რამდენიმე სახის კანონდარღვევა.

საბოლოოდ, უცნობი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ გასართობი დაწესებულების ხელმძღვანელები კანონის დაცვით მოქმედებდნენ და შესაბამისად, კლუბის დახურვის საკითხი გაუქმდა.

 

onalem

ტესტ