“ადამიანები იხოცებიან, რადგან პერსონალი და ტექნიკა არ არსებობს” – საბერძნეთის საავადმყოფოების ფედერაცია

შემაშფოთებელ ინფორმაციას საბერძნეთის საჯარო საავადმყოფოების თანამშრომელთა ფედერაცია ავრცელებს. ფედერაციის პრეზიდენტის, მიხალის იანაკოს განცხადებით კი, საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ინგრევა.

ცნობილია, რომ უახლოეს წარსულში პერსონალის ნაკლებობის გამო საბერძნეთში სამი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შველაც დროული და შესაბამისი დახმარების გაწევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო.

მოსახლეობა მინიმუმ 8 საათის მანძილზე იცდის, რათა მიიღოს მომსახურება, ისარგებლოს დაზღვევით და ა.შ. თუმცა, საუბარია იმ ტექნიკის ნაკლებობაზეც, რომელიც ამ მომსახურების გასაწევად არის საჭირო. ზოგჯერ პაციენტებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშიც კი ვერ ათავსებენ, არ არსებობს აპარატურა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად და ა.შ.

მთავარი კი ის არის, რომ საავადმყოფოები უარს ამბობენ ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაზე, რადგან პერსონალის საჭირო რაოდენობა არ ჰყავთ.

melano

ტესტ