fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: ხელფასები ეცემა, ხოლო ცხოვრება უფრო და უფრო ძვირდება

Eurostat-ის მონაცემებით, საბერძნეთში საკვების ფასები ევროკავშირში არსებულ საშუალო ფასებთან შედარებით, 4%-ით მაღალია.

საბერძნეთში 2016 წლის მონაცემებით მდგომარეობა ასეთია:

საკვები – ფასები 4%-ით მაღალია, ვიდრე ევროკავშირის ფასების საშუალო მაჩვენებელი. საკვები ყველაზე ძვირია დანიაში (46% და მეტი) , ხოლო ყველაზე იაფი პოლონეთში.

სატელეფონო და საფოსტო მომსახურება – ბერძნები იხდიან იმაზე მეტს, ვიდრე ევროპის ყველა ქვეყნის მოსახლეობა. მას შემდეგ, რაც 2016 წელს ფიქსირებული ქსელების და ინტერნეტის 5%-იანი გადასახადი განისაზღვრა,  2017 წლის 1 იანვრიდან საბერძნეთში ეს მაჩვენებელი 39,2% გახდა, უფრო მაღალი, ვიდრე ევროკავშირში.

ალკოჰოლი და თამბაქო – 2016 წელს საბერძნეთში ამ ტიპის პროდუქტის ფასები ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე ბევრად დაბალი, 8,8% იყო. თუმცა, ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა: ავსტრია, ესპანეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, ფასები კიდევ უფრო დაბალია. უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კამპანიას გეგმავს, რაშიც სიგარეტის გაძვირება მოიაზრება.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ქვეყანაში არსებული ფასები ევროპის საშუალო მაჩვენებელზე მხოლოდ 1%-ითაა დაბალი.

საბერძნეთი საბინაო ხარჯების მიხედვით უკანა პლანზეა, ვინაიდან ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის, აქ შედარებით დაბალი ტარიფებია.

onalem

ტესტ