fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სამი მიგრანტი ბავშვის ცხედარი ზღვამ კუნძულზე გამორიყა

კუნძულ ლესვოსის ხელისუფლება შეშფოთებულია ფაქტით, რომ 24 საათის მანძილზე ზღვამ ორი ბავშვის ცხედარი გამორიყა. ხოლო მესამე მათგანი მოგვიანებით იპოვეს. არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია ბავშვების სქესსა და ასაკთან დაკავშირებით.

lesvosnews.gr-ის მიხედვით, ერთ-ერთი გოგონაა, რომელიც დაახლოებით 12-13 წლის იქნებოდა. მისი გვამი დღეს დილით, ნეა მადამადოსის ტერიტორიაზე იპოვეს. ამავე ადგილას იპოვეს იგივე ასაკის ბიჭის ცხედარი პარასკევს. მას ლურჯი მოკლე შარვალი და ფეხსაცმელი ეცვა.

სამივე ბავშვის გვამი გახრწნის პროცესში იყო, ამიტომ ექსპერტიზისთვის დაუყოვნებლივ ადგლობრივ საავადმყოფოში გადაასვენეს.

ხელისუფლების განცხადებით, ორი ბავშვის ცხედარი დადასტურებული ინფორმაციით მიგრანტ ბავშვებს ეკუთვნით, თუმცა მათთვის გაუგებარია ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში მათ გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება არსად შესულა.

onalem

ტესტ