საბერძნეთი: ავტობუსის გაჩერებებზე კამერები დამონტაჟდება

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკის ავტობუსის გაჩერებებზე კამერების დამონტაჟება მალე დაიწყება. ΟΑΣΘ-ის მმართველი დირექტორი აცხადებს, რომ მათი მიზანი კანონდამრღვევ მძღოლთა იდენტიფიცირებაა.

ათენთან დაკავშირებით ჯერჯერობით საუბარი არ არის. სავას პანაიოტის თქმით, საგზაო პოლიციასთან პირველი შეხვედრები უკვე გაიმართა და მომდევნო რამდენიმე დღეში პროცესი სრულყოფილ სახეს მიიღებს.

კამერები დამონტაჟდება დაახლოებით 30-40 გაჩერებაზე.

ამჟამინდელი სიტუაცია ცხადყოფს, რომ ავტობუსის უამრავი მძღოლი სამუშაოს მოვალეობებს პირნათლად არ ასრულებს და ასევე, მოძრაობენ გადაჭარბებული სიჩქარით.

კამერების საშუალებით მოხდება იმ მძღოლთა იდენტიფიცირება, რომლებიც ხშირად არღვევენ კანონს.

melano

ტესტ