fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სააღდგომო საჩუქარი 2018: ვინ და როდის მიიღებს სახელფასო დანამატს?!

როგორც წესი საბერძნეთის კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები სააღდგომოდ სახელფასო დანამატს იღებენ. როგორ გამოითვლება სააღდგომო საჩუქარი?!

სააღდგომო საჩუქრის რაოდენობა განისაზღვრება იმის საფუძველზე, თუ როგორ და რა სახით ხდება თანამშრომლისთვის თანხის გადახდა, ანუ დასაქმებული კომპენსაციას იღებს თვის ბოლოს თუ კვირის ბოლოს და ა.შ.

სახელფასო დანამატის დათვლა იწყება კონკრეტული პერიოდის მიხედვით, რომელიც მოიცავს დღეებს 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით. შესაბამისად, თუკი თანამშრომელი მთლიან ამ პერიოდში მუშაობდა და ხელფასი თვიურად ეხდებოდა, უფლება აქვს მიიღოს ხელფასის 50% ზედმეტად. ხოლო მათ, ვინც ხელფასს კვირის ბოლოს იღებს, უფლება აქვთ მიიღონ 15 დღის ხელფასი ზედმეტად.

თუკი თანამშრომელს არ უმუშავია 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით თითოეულ თვეში, ან მან თავისი ნებით დატოვა სამსახური, უფლება აქვს მიიღოს საერთო ჯამში გადახდილი ხელფასის ნახევრის 1/15, თუკი ხელფასი ეხდება თვიურად, ხოლო თუ კვირების მიხედვით ეხდება, უფლება აქვს მიიღოს შეთანხმებული ანაზღაურება ყოველი მე-8 დღისთვის.

სააღდგომო საჩუქარი უნდა გაიცეს დიდ ოთხშაბათამდე ან დიდ ოთხშაბათს და მხოლოდ ბანკის საშუალებით.

onalem

ტესტ