როგორი ამინდი იქნება აღდგომას საბერძნეთში?!

საბერძნეთში ხვალიდან ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი.

კერძოდ, პერიოდულად იწვიმებს მთელი საბერძნეთის მასშტაბით, ხოლო ქარი მოსალოდნელია შუადღის საათებიდან.

ტემპერატურა დაეცემა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, საზღვაო ტერიტორიაზე იქროლებს ჩრდილოეთის ქარი, რომლის ძალაც 7 ბალს შეადგენს.

შაბათს იწვიმებს ეგეოსში, თრაკიში, ცეტრალურ და აღმოსავლეთ მაკედონიაში, აღმოსავლეთ თესალიაში, სტერეაში, პელოპონისოში. ტემპერატურა მკვეთრად არ შეიცვლება.

ამინდი აღდგომის კვირას გაუმჯობესდება. მოსალოდნელია მხოლოდ მცირე მოღრუბლულობა.

გამონაკლისია მხოლოდ სამხრეთ ეგეოსი, სადაც პერიოდული წვიმა და ქარია ნავარაუდები. სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას არ გვპირდებიან.

melano

ტესტ