fbpx
კრიმინალი

როდოსზე ერთ-ერთი დაჯგუფება უცხოელებისთვის საბუთებს აყალბებდა

ისინი ყალბი საბუთების უცხოელებზე გაყიდვის ხარჯზე ოქროში ‘’ცურავდნენ’’. მესამე ქვეყნის მოქალაქეები კი, რომლებიც აღნიშნულ საბუთებს ყიდულობდნენ, საზღვარგარეთ უკანონოდ გამგზავრებას ცდილობდნენ.

ისინი როდოსის აეროპორტის განყოფილების პოლიციის ოფიცრებმა გრძელვადიანი დაკვირვების შემდეგ დააკავეს. პოლიციის თანამშრომლები დეტალურად ამოწმებდნენ 21 წლის უცხოელს, რომელიც დიაგორას აეროპორტიდან იტალიაში მიემგზავრებოდა. აღმოჩნდა, რომ ბარგში მას სამი ყალბი იტალიური პირადობის მოწმობა ჰქონდა. ახალგაზრდა უშიშროების თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 21 წლის ბიჭი 39 წლის უცხოელის ბრძანებებს ასრულებდა, რათა არალეგალი უცხოელები ქვეყნიდან გასულიყვნენ. 39 წლის პიროვნება რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს, დააპატიმრეს და ორივე როდოსის პროკურატურაში გადაიყვანეს.

მათ ბრალი ედებათ ყალბი სამგზავრო დოკუმენტების დამზადებასა და უცხოელთათვის გამგზავრებაში ხელშეწყობაში. გამოძიება გრძელდება დაჯგუფების სხვა წევრების, საარქივო დოკუმენტების, რომლებიც გაყალბებულია და მათი წარმომავლობის იდენტიფიცერებისთვის, რადგან ვარაუდობენ, რომ მათ დოკუმენტები იტალიურ სამსახურებს ან კანონიერ მესაკუთრეებს მოპარეს.

onalem

ტესტ