რა ბედი ეწია დაგვიანებულ ქართველ მგზავრებს თესალონიკში?

ა.წ. 2 სექტემბერს ათენიდან თესალონიკში მიმავალ მატარებელთან დაკავშირებული ინციდენტის შედეგად, თვითმფრინავის რეისზე დაგვიანებულ ქართველ მგზავრებს თესალონიკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ მყისიერი დახმარება აღმოუჩინა და შესაბამის სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების გზით ორგანიზება გაუწია მათ საქართველოში გამგზავრებას. საქართველოს მოქალაქეების ბოლო ჯგუფი გუშინ, 3 სექტემბერს გაემგზავრა სამშობლოში.