fbpx
საბერძნეთი

პოლიციამ საბერძნეთის კუნძულებზე ბარები და რესტორნები დახურა

საბერძნეთის კუნძულებზე მინიმუმ სამი ბარ-რესტორანი იძულებული გახდა, მუშაობა შეეჩერებინა. პოპულარულ ტურისტულ ადგილებში შემოსავლების სამსახურის ოფიცრებმა უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს და დაწესებულებები 48 საათით დახურეს.

ეგეოსის კუნძულებზე მკაცრი კონტროლი გრძელდება, ვინაიდან, რაც უფრო მეტია ტურისტი, მით ნაკლებ ქვითარს გასცემენ სხვადასხვა მომსახურების ცენტრები.

სანტორინზე, სანაპიროზე მდებარე ბარი 37 ქვითრის გაუცემლობისთვის დაკეტეს, ხოლო ნაქსოსზე რესტორანი 14 ქვითრის გამო დაიხურა.

დღეს, 10 ივლისს, კუნძულ სპეცესზე ერთ-ერთმა ბარმა მუშაობა პარასკევამდე შეაჩერა, რადგან მათ 136 ქვითარი არ გასცეს, ეს კი ჯამში 9,000 ევროს უდრის.

ინსპექტორები იმუშავებენ სამი თვის მანძილზე, 30 სექტემბრის ჩათვლით, დღისითაც და ღამითაც, ნებისმიერ სზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: რესტორნებში, ბარებში, გასართობ ობიექტებში და ა.შ.

onalem

ტესტ