fbpx
საზოგადოება

პანოს მუზურაკიმ გაამხილა, თუ როდის აპირებს წყვილი შვილის გაჩენას

პანოს მუზურაკი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა. იგი თამამად საუბრობს, როგორც პროფესიულ წინსვლაზე, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.

“Mama Mia”-ს 2 კასტინგზე ვიყავი გასული. მათ სპეციფიკური ნამღერი უნდოდათ. მე კი, ჩემი ხმით 13 სხვადასხვა ვერსია შევთავაზე. ამერიკაში ბევრად კარგად გექცევიან, ვიდრე საბერძნეთში. ლიმუზინიც კი გამომიგზავნეს, რომელმაც აეროპორტამდე მიმიყვანა.”

გარდა ამისა, მომღერალმა განაცხადა, რომ საკის რუვასთან არანაირი დავა არ ჰქონია: “საკის რუვასთან დაპირისპირება არ მქონია, იგი ჩემს პრემიერაზეც კი მოვა.”

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მაზურაკი დაუფარავად საუბრობს თავის ურთიერთობაზე მარია სოლომუსთან და ამბობს, რომ წყვილს შვილის გაჩენა სურს: “მე და მარია დიდი ხანია ერთად ვართ. ზოგჯერ პროტესტის გრძნობა მიჩნდება, რატომ მამა არ ვარ მეთქი. არ ვიცი, რომელი უფრო დიდი ეგოისტობაა, როცა მშობელი ხარ თუ, როდესაც არ ხარ. შვილი მაშინ გვეყოლება, როდესაც მექნება საშუალება, იმდენ დრო დავუთმო მას, რამდენიც საჭიროა.”

ბოლოს მან ისაუბრა მამის გარდაცვალებაზე: “ამ წელს ყველაფერი ერთად მოხდა. ერთი მხრივ, Hollywood production-ში აღმოვჩნდი, მეორე მხრივ კი, უდიდესი დანაკარგი განვიცადე. ძალიან დამეხმარა ის ფაქტი, რომ ამერიკაში წასვლის წინ, მამაჩემი საავადმყოფოში მოვინახულე და უკანასკნელად დავემშვიდობე მას. ”

onalem

ტესტ