fbpx
საზოგადოება

ნამდვილი კოშმარი მთელი ფრენის მანძილზე ათენისკენ მომავალ თვითმფრინავში

თვითმფრინავის მგზავრებმა, რომელიც ათენის აეროპორტისკენ მოფრინავდა, ნამდვილი კოშმარი გამოიარეს. ისინი მთელი ფრენის მანძილზე უძლებდნენ საშინელ რხევებს და ვიბრაციას… ზოგიერთი მათგანი კი პანიკამ მოიცვა.

კერძოდ, ბოინგი SKY EXPRESS კუნძულ სიროსიდან მოფრინავდა, როდესაც გაურესებული ამინდის გამო ტურბულენტურ ზონაში აღმოჩნდა და თვითმფრინავი ისე ირხეოდა, რომ მგზავრებს ეს თავიანთი სიცოცხლის ბოლო დღე ეგონათ.

გამოცდილმა პილოტმა შეძლო და თვითმფრინავი ათენში უსაფრთხოდ დასვა. მგზავრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ფრენის დასრულების შემდეგ მას უდიდეს მადლობას უხდიდნენ:

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პილოტს. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამ ადამიანების სამუშაო არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეს საშინელება იყო. ტურბულენტური ზონა ფრენისას შეიძლება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მხოლოდ 3-4 წუთით. თუმცა, როცა ამას გრძნობ მთელი ფრენის მანძილზე და ჰაერში ხარ, ძალიან რთულია. ამასთანავე გავაცნობიერეთ, რომ ქარი მეტისმეტად ძლიერი იყო… საბოლოო ჯამში მივხვდი, თუ რას ნიშნავს იყო პილოტის პოზიციაზე,” ამბობს სიროსელი მგზავრი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების მანძილზე საბერძნეთში ციკლონი “პონელოპი” მძვინვარებდა, რომელმაც შესუსტება უკვე დაიწყო.

onalem

ტესტ