fbpx
საბერძნეთი

მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა გაფიცვის გამო ათენის ქუჩები ნაგვით აივსო

ათენის ქუჩები სავსეა ყველანაირი სახის პლასტიკური ტომრებით, რომელშიც ნაგავია მოთავსებული. დასუფთავების თანამშრომლები გასული კვირიდან პროტესტის ნიშნად გაფიცულები არიან, ხოლო მთავრობა გამოსავლის მოძებნას ცდილობს.

ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ორგანიზაციები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ქუჩებში დაყრილი ნაგავი ,35 გრადუსი სიცხის პირობებში, შესაძლოა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.

მოსახლეობა ნაგავს მაინც ქუჩაში ტოვებს. ოჯახები, რომელთაც ბავშვები ჰყავთ, აცხადებენ, რომ მათთვის შეუძლებელია რამდენიმე დღის მანძილზე ნაგავი სახლში დატოვონ.

ნაგვის ტომრები ერთად არის შეგროვებული სანაგვე ყუთებთან, რომლებშიც ისინი უკვე აღარ ეტევა.

იგივე მდგომარეობაა სალონიკში. დაახლოებით 15,000 ტონა ნაგავი ქუჩებში ყრია.

მუნიციპალიტეტის თანამშრომლები საკუთარ სამუშაო სტატუსს და დროებით კონტრაქტებს აპროტესტებენ და მუდმივ სამუშაო ადგილებს ითხოვენ.

onalem

ტესტ