მიტილინი: ერესოს სანაპიროზე ორი უცხოელი ქალი დაქორწინდა

კარენმა და სტეფანიმ კუნძულზე იქორწინეს, თუმცა, პროცედურის დასრულება, ბრიტანული კანონის შესაბამისად, სამშობლოში მოუწევთ. საუბარია ორ ქალზე, რომლებიც საბერძნეთში რამდენიმე დღით, დასასვენებლად იმყოფებიან და შეუღლება სწორედ მიტილინზე გადაწყვიტეს.

გამომდინარე იქიდან, რომ მათ საბერძნეთში კანონიერად ცხოვრების უფლება არ აქვთ, ქორწინება სრულყოფილად ძალაში მაშინ შევა, როცა პროცედურებს ბრიტანეთში დაასრულებენ.

ჰომოსექსუალმა წყვილმა  ერთგულების ფიცი ერესოს სანაპიროზე დადო და ისინი ძალიან ბედნიერად გამოიყურებიან.

 

 

melano

ტესტ