fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

”მე მინდა ვიცოდე ვინ არის და რატომ გააკეთა ეს? ” რას ამბობს მამაკაცი, რომლის მანქანაც დაამტვრიეს

გუშინ ბერძნული ინტერნეტ სივრცე მოიცვა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ამტვრევს პარკირებულ მანქანას მამაკაცი. ეს ყველაფერი ვულიაღმენში მოხდა.

ის ჯიპიდან გადმოდის, უახლოვდება გაჩერებულ მანქანას და ბეისბოლის ჯოხს ურტყამს.

დაზიანებული მანქანის მძღოლი ტელეკომპანია  Alpha-ს ესაუბრა. მისი სახელი ტასოს დერტილია და ამბობს, რომ საერთოდ არაფერი ესმის, თუ ვინ არის აღნიშნული მამაკაცი ან რატომ გააკეთა მან ეს.

”ძალიან მინდა ვიცოდე, თუ რატომ გააკეთა მან ეს ყველაფერი, ან თუ მიცნობს, რადგან მე საერთოდ არ ვიცნობ მას. არავისთან არ მაქვს კონფლიქტი, არც ჩემი პროფესიული წრიდან. მე არ ვიცნობ ამ მამაკაცს, შოკში ვარ,” ამბობს დერტილი.

მან ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით სარჩელი უკვე შეიტანა. ტელევიზიის ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ინციდენტი 15 დღის წინ მოხდა, თუმცა, მედიამ ამის შესახებ 24 საათის წინ ისაუბრა.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ