fbpx
საბერძნეთი

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გაფრთხილება! დღეს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი ატიკაშიც

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას, რომლის მიხედვითაც დღეს, ორშაბათს, საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი არსებობს.

ირკვევა, რომ ეგეოსის ჩრდილოეთით ქარი განსაკუთრებით გაძლიერდება, რასაც თან ახლდება საკმაოდ მაღალი ტემპერატურა და ეს ყველაფერი ერთად დიდ რისკს წარმოადგენს ცეცხლის გაჩენის და სწრაფად გავრცელების თვალსაზრისით.

როგორც უკვე ცნობილია, ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მოიმატებს კვირის შუა დღეებში, ოთხშაბათიდან 42 გრადუსიც კი დაფიქსირდება.

წარმოგიდგენთ ხანძრის გაჩენის ყველაზე მაღალი რისკის ტერიტორიებს:

აღმოსავლეთ ატიკა, ცენტრალური ევია, სამხრეთ კრეტა, ხიო, მიტილინი, კიკლადესის დასავლეთით მდებარე კუნძულები.

onalem

ტესტ