fbpx
საზოგადოება

კვიპროსის აეროპორტში 24 წლის რუსმა გოგონამ პოლიციელი დაკბინა

ადგილობრივი მედიის ცნობით, 3 დეკემბერს დაახლოებით 19:00 საათზე, კვიპროსის პოლიციამ ლარნაკას აეროპორტში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 24 წლის ქალი დააკავა. ის აგრესიული იყო, ყვიროდა და ხელისუფლების მისამართით ბილწსიტყვაობას არ ერიდებოდა.

როდესაც ადგილზე დაცვის სამსახურის წარმომადგენლები გამოცხადდნენ და მისი დამშვიდება სცადეს, საპატრულო მანქანაში ჩასმისას ქალი უკონტროლო გახდა და იქვე მდგომ პოლიციელს ხელზე გამეტებით კბენა დაუწყო.

ამრიგად, 24 წლის რუსი სამშობლოში გამგზავრების ნაცვლად, პოლიციის განყოფილებაში მოხვდა, მოგვიანებით კი ის სასამართლოს წინაშე წარსდგება.

onalem

ტესტ