fbpx
კრიმინალი

კვიპროსელი წყვილის მკვლელობა: დაკავებულია 2 ძმა და ერთი 21 წლის გოგონა

პოლიციამ გუშინ საღამოს ცივსისხლიანი ორმაგი მკვლელობის ჩამდენი პირები დააკავა. ამ დრომდე დაკავებული იყო 33 წლის მამაკაცი, თუმცა, ახლა კიდევ ორი დამნაშავის ვინაობა გამოიკვეთა. ისინი არიან  23 მამაკაცი და 21 წლის გოგონა.

სამართალდამცავების მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ხანში შესული ცოლ-ქმარი დანით მოკლეს. 33 და 23 წლის მამაკაცები ერთმანეთისთვის ნახევარძმები არიან, ხოლო 21 წლის გოგონა მათი მოკავშირე იყო. (როგორც მედია იუწყება, ის ერთ-ერთის პარტნიორია).

როგორც 33 წლის მამაკაცი ამბობს, თავისი ნახევარძმა დაჰპირდა, რომ მკვლელობას თავად ჩაიდენდა, თუმცა, ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ერთადერთი მკვლელი თავად არის.

გამოძების მიხედვით, დაბეჟილობები, რომლებიც მას ხელებზე აღენიშნება, რამდენიმე დღის წინ არის მიღებული. მის მანქანაში აღმოჩნდა უამრავი მტკიცებულება, რაც მის ბრალეულობას ადასტურებს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ წყვილის 15 წლის შვილმა 33 წლის დამნაშავის ამოცნობა შეძლო.

პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.

onalem

ტესტ