fbpx
საზოგადოება

კრეტა: ბრიტანელმა ტურისტებმა იპოვეს ჩანთა 7,000 ევროთი და მეპატრონეს დაუბრუნეს

ბრიტანელი ტურისტი წყვილი “გმირებად” შერაცხეს ჩადენილი საქციელი გამო. ისინი კრეტაზე ატარებდნენ შვებულებას, როცა იპოვეს ჩანთა, რომელშიც 7,000 ევრო იდო. წყვილმა ნაპოვნი ნივთი, დაუყოვნებლივ, პოლიციას გადასცა.

24 წლის ედვარდ გიბსონმა და 22 წლის ჯესიკა ფრენკმა ჩანთა წმ. ნიკოლას ქუჩაზე შენიშნეს.

როგორც აღვნიშნეთ, წყვილმა ჩანთა პოლიციას გადასცა, რომელმაც შეძლო ნივთის ნამდვილი მეპატრონის იდენტიფიკაცია. იგი ბერძენი მეწარმე ქალი აღმოჩნდა.

“როდესაც პოლიციამ ჩანთის მფლობელთან მიგვიყვანა, ქალბატონი ბავშვივით ტიროდა და მადლობას გვიხდიდა” – განაცხადა ბრიტანელმა წყვილმა.

კეთილი საქმის გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ ტურისტები “გმირებად” შერაცხა. ისინი წყვილისთვის მადლობის გადახდას, უფასო ტაქსის შეთავაზებითა და სხვადასხვა საჩუქრებით ცდილობდნენ.

ცნობილია, რომ 60 წლის ქალბატონმა ჩანთა მაშინ დაკარგა, როდესაც ბანკში მიდიოდა აღნიშნული თანხის ანაბარზე შესატანად.

onalem

ტესტ