fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

იოანინაში სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭის იდუმალებით მოცული საქმე

საბერძნეთის პოლიციის მიერ კვლავ მიმდინარეობს საქმის გამოძიება, რომლის გარემოებებიც დღემდე უცნობი რჩება.

როგორც ცნობილია, იოანინაში, შაბათს, დილის 6 საათზე პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ 20 წლის ახალგაზრდა, გეორგიუ სტავროს სკვერთან, სასტიკად იყო ნაცემი. მას მეტი ინფორმაციის მიწოდება არ შეეძლო, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო. თავიდან ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მას ავარია შეემთხვა, ხოლო ვინც მას დაეჯახა, ადგილიდან გაიქცა.

20 წლის ბიჭი თავისა და სხეულის სხვა ადგილების დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თუმცა, მოგვიანებით პოლიციის ვარაუდი სრულიად სხვა მოსაზრებამ შეცვალა. ახალგაზრდა ბიჭი არა ავარიის, არამედ ადამიანების მსხვერპლი იყო, რომელთაც ის საშინლად გაიმეტეს და სასტიკად სცემეს.

როგორც ჩანს, უცნობებმა ის სცემეს, მანქანაზე მიაბეს, ამ მდგომარეობაში ათრიეს, შემდეგ გზაზე მიატოვეს და წავიდნენ. პოლიცია უპრეცენდენტო შემთხვევის მიზეზებზე მუშაობს.

onalem

ტესტ