ავრამოპულოს – საქართველოს მთავრობა მოწადინებულია ჩვენთან კონკრეტულ ზომებზე მუშაობით, რათა მიგრაციის საკითხი გადაწყდეს

საქართველოს მთავრობა მოწადინებულია ჩვენთან კონკრეტულ ზომებზე მუშაობით, რათა მიგრაციის საკითხი გადაწყდეს, – ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორსპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის კითხვის პასუხად განაცხადა.

იოზვიაკი დაინტერესდა, წამოწია თუ არა გერმანიამ ევროკავშირის შს მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე თავშესაფრის ქართველი მაძიებლების საკითხი, რაზეც ავრამოპულოსმა უპასუხა: „ჩვენ საქმის კურსში ვართ. უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან. მე კონტაქტზე ვარ საქართველოს მთავრობასთან. საქართველოს მთავრობა მოწადინებულია ჩვენთან მუშაობით კონკრეტულ ზომებზე, რათა ეს საკითხი გადაწყდეს. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან. მათ ჩვენი მხარდაჭერა ექნებათ. ასევე შევისწავლით საუკეთესო პრაქტიკას, რათა შევამციროთ ეს ტენდენცია. როგორც მე არაერთხელ აღვნიშნე, ვიზალიბერალიზაციას ასევე გააჩნია ვალდებულებები. უფლებები და ვალდებულებები თან სდევენ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მტკიცე განზრახვა ძალიან მალე შედეგებს გამოიღებს“.