fbpx
ემიგრაციული სიახლეები

როგორ უნდა მოიპოვოთ საბერძნეთის მოქალაქეობა – ნატურალიზაცია

სანამ დეტალებზე გადავიდოდეთ, აქვე ავღნიშნავთ რომ ჩამოთვილ ნაბიჯებში მითითებულია ატიკას დეცენტრალიზებული ადმინისტრაცია (Αποκεντρωμένη Διοίκηση Αττικής) როგორც ის საჯარო უწყება სადაც დოკუმენტები უნდა მიიტანოთ. თუ სხვა ქალაქში/კუნძულზე ცხოვრობთ, მანდაც არის დეცენტრალიზებული ადმინისტრაციები. შესაბამისად, გაიკითხეთ ან დაგუგლეთ.

 

უცხოელების ნატურალიზაცია რათა მოიპოვოთ საბერძნეთის მოქალაქეობა:

ნაბიჯი 1. შეაგროვეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • ერთი ფოტო.
  • ნატურალიზაციის განცხადების გაკეთება მერიაში. საჭიროა თან გახლდეთ ორი ბერძენი როგორც მოწმე.
  • პასპორტის ყველა ფურცლის ასლი. პასპორტი უნდა იყოს ძალაში. ასევე თუ გქონიათ სხვა, ძველი პასპორტი, ასევე ყველა ფურცლის ასლი.
  • პასუხისმგებლობის აპლიკაციის (იპევთინი დილოსი) შევსება სადაც დეტალურად ასახავთ საბერძნეთის ტერიტორიიდან გასვლასა და შემოსვლის თარიღებს 2005 წლის შემდეგ.
  • ბინადრობის ნებართვის ზუსტი ასლი. ბინადრობის ნებართვის და არა “ვევეოსის”.
  • 2005 წლის შემდეგ, თანმიმდევრობით ყველა ბინადრობის ნებართვის ზუსტი ასლი.
  • ორიგინალი დაბადების დამადასტურებელი საბუთი ქართულ ენაზე და ქორწინების მოწმობა ასევე ქართულ ენაზე. ორივე უნდა იყოს დამოწმებული საქართველოში. შემდეგ, ორივე უნდა გადაითარგმნოს ან საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტრანსლაციის განყოფილებაში (არიონოს 10, ათენი) ან ნებისმიერი ბერძენი ადვოკატისგან. თარგანი სხვა ტრანსლაციის ცენტრებისგან არ მიიღება.
  • საგადასახადო ( ტიპის ->ΔΙΠΛΟΤΥΠΟ ΤΥΠΟΥ Α, ΚΑΕ 3744) საგადასახადოში 700 ევრო, თქვენს სახელზე.
  • ამკას ასლი
  • შარშანდელი საგადასახადო შემოსავლების ფოტოკოპები და 7 (შვიდი) გასული წლის საგადასახადო შემოსავლების ფოტოკოპები.
  • ასევე თუ არსებობს (თუმცა, არა სავალდებულო) ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი ან საბერძნეთის სკოლაში სწავლის დამადასტურებელი საბუთი.

ნაბიჯი 2. შეავსეთ ნატურალიზაციის აპლიკაცია. დააჭირეთ აქ რომ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია

ნაბიჯი 3. დანიშნეთ შეხვედრა რათა გადასცეთ შეგროვებული დოკუმენტები და შევსებული აპლიკაცია

შეხვედრის დანიშნვისთვის უნდა მიხვიდეთ იპატიას 6-ში, ათენში, პირველი სართული, ოფისი 1. ასევე შესაძლებელია დარეკოთ და დანიშნოთ შეხვედრა დისტანციურად. ტელეფონებია210 32 58304 და 210 32 58305. (თუ ათენში არ ხართ, გაიკითხეთ სად არის თქვენთან ახლოს დეცენტრალიზებული ადმინისტრაცია).

საბუთებისა და შევსებული აპლიკაციის ჩაბარების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი რიგზეა და არ გაკლიათ რამე დოკუმენტი, უბრალოდ დაელოდებით საჯარო სამსახურს გააკეთოს მისი საქმე. თქვენ აღარაფერს აკეთებთ.
იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამსახურმა მოითხოვა სხვა დამატებითი დოკუმენტი, მოგივათ წერილი მითითებულ საცხოვრებელ ადგილზე. შესაბამისად, მიეცით ზუსტი კორდინატები თუ სად ცხოვრობთ.

ნაბიჯი 4. ინტერვიუ ნატურალიზაციის სპეციალურ კომიტეტთან

მოგივათ სახლში წერილი სადაც მითითებული იქნება თუ რომელ რიცხვში გაქვთ ინტერვიუ ნატურალიზაციის სპეციალურ კომიტეტთან. ინტერვიუს დროს, განიხილება თქვენი ბერძნული ენის ცოდნა, საბერძნეთის ისტორიის ცოდნა, როგორც ასევე კულტურისა და ინსტიტუტების ცოდნა. შესაბამისად, უნდა ჩამოტვირთოთ აღნიშნული წიგნი და სრულიად შეისწავლოთ. კითხვები ამ წიგნიდან იქნება.

«ΕΛΛΑΔΑ, η δεύτερη πατρίδα»

ნაბიჯი 5. საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების გადაწყვეტილება

იმ შემთხვევაში თუ წარმატებით ჩააბარეთ გამოცდები და კომიტეტი დააკმაყოფილეთ, თქვენი დოკუმენტები იგზავნება საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში რათა საბერძნეთის მოქალაქეობის გაცემას მოეწეროს ხელი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.

ნაბიჯი 6. საბერძნეთის მოქალაქის ფიცი

ნატურალიზაციის პროცესი სრულდება თქვენი ფიცით. გამოიგზავნება თქვენს მისამართზე წერილი სადაც მითითებული იქნება თარიღი (როდის) ადგილმდებარეობა (სად) სადაც უნდა მიხვიდეთ ფიცისთვის. აღნიშნულ კონვერტში სადაც ეს წერილი იდება, ასევე იდება პასუხისმგებლობის აპლიკაცია (იპევთინი დილოსი) სადაც უნდა დაწეროთ თქვენი არა სრულწლოვანი შვილების დეტალები (თუ გყავთ).

ნაბიჯი 7. რეგისტრაცია ქალაქის მუნიციპალიტეტში

აღნიშნულ პროცესს ატიკას დეცენტრალიზებული ადმინისტრაცია გაივლის. (თუ ათენში არ ხართ, ამ პროცესს ის დეცენტრალიზებული ადმინისტრაცია გაივლის სადაც საბუთები ჩააბარეთ).

ამ შვიდ ნაბიჯს თუ მიყვებით, შეგიძლიათ აიღოთ საბერძნეთის მოქალაქეობა.

თუ გჭირდებათ იურიდიული დახმარება, მაშინ შეავსეთ ეს ფორმა. მომდევნო დღეებში დაგიკავშირდებიან საადვოკატო ბიურო Advalaw-დან და მოქალაქეობის მოვოპების პროცესი შეგეძლებათ დაიწყოთ.

    შესავსები ფორმა

    სტატიის ბერძნული ვერსია იხილეთ აქ -> https://goo.gl/fp44qq