fbpx
საბერძნეთი

დღეს: კვლავ ჯოჯოხეთური რიგი ელექტრონული ბილეთებისთვის!

5 საათი რიგში გდომა ბილეთისა და ბარათის საყიდლად – ასეთი მდგომარეობაა ყოველდღიურად ათენის მეტროსადგურებში! მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე კიდევ 100,000 ელექტრონული ბარათი უნდა გაიცეს. უცნობია, როდის დაიხურება მეტროში გასასვლელი ბარიერები. OASA ითხოვს მოქმედებაში დარჩეს 1, 40 ევროს ღირებულების ცალკეული ბილეთები.

თითოეულ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა მეტროსა და ISAP-ის სადგურებში ჯოჯოხეთურ რიგებში უწევს დგომა, რათა ბარათები შეიძინონ. დასაბეჭდია კიდევ 100,000-მდე ბარათი.

ამ დროისთვის საჯარო ტრანსპორტის ორგანიზაცია მერყეობს 1,40 ევროიანი ბილეთთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად მიმოქცევაში არ არის, რის გამოც მოსახლეობა იძულებულია იყიდოს 4,50 ევროანი ან 7 ევროაინი ბილეთი, რომელიც მხოლოდ 5-ჯერ მგზავობისთვისაა საკმარისი.

იხილეთ რა მდგომარეობაა რამდენიმე მეტროსადგურში:

onalem

ტესტ