fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

დაუნდობელი მკვლელობა პერისტერიში: გარდაცვლილია 41 წლის მამაკაცი

პერისტერიში, კვიპროსის ქუჩაზე, 41 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, ბინა არეული იყო, თუმცა დამნაშავეთა იდენტიფიცირებისთვის საჭირო კვალი ვერ მოიძებნა.

გარდაცვლილი მამაკაცი დღეს დილას იპოვეს. ის საბერძნეთის 41 წლის მოქალაქეა, ჭრილობები მიყენებული აქვს ზურგისა და მუცლის არეში ბასრი საგნით, სავარაუდოდ დანით.

ის მისმა ნათესავმა აღმოაჩინა, რომელიც კვიპროსის ქუჩაზე N69-ში მივიდა, რომ ენახა, კარგად იყო თუ არა, რადგან დედის ზარებს არ პასუხობდა.

მამაკაცი დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც კორინთიში თავისი შვილიშვილების მოსანახულებლად იყო წასული, რომლებიც გარდაცვლილის დისგან ჰყავს. ის ტელეფონის საშუალებით ცდილობდა მას დაკავშირებოდა და არ იცოდა, თუ რა ტრაგედია დატრიალდა.

მამაკაცი ბოლოს ხუშთაბათს ნახეს. დედა სწორედ ამ დღის შემდეგ ეძებდა მას.

პოლიცია აცხადებს, რომ სახლის კარზე, რომელიც მესამე სართულზე მდებარეობს, არ აღინიშნებოდა ძალის გამოყენების კვალი მის გასაღებად. ეს ფაქტი კი ამყარებს ვარაუდს, რომ გადაცვლილმა მამაკაცმა მკვლელებს კარი თავად გაუღო.

onalem

ტესტ