fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

დანით მიყენებული 14 ჭრილობა: ათენში მოკლული ქალის ვინაობა ცნობილია

ქალს ხელებზე აღმოაჩნდა მტკიცებულება, რომ სიკვდილამდე თავის დაცვას ცდილობდა. ის 30 წლის დორა ზებერია, რომელიც საბერძნეთის ფინანსური დანაშაულის (SDOE) გუნდის ინსპექტორი იყო. ის გუშინ შუადღეს პატისიაზე მდებარე სასაფლაოზე მოკლული იპოვეს.

ექსპერტების დასკვნით მას დანით 14 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ერთი გულის არეში, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. SDOE-ს ახალგაზრდა თანამშრომელს ხელებზე ნაკაწრები აღენიშნებოდა, რაც ადასტურებს, რომ ის გადარჩენისთვის იბრძოდა.

ქალის მამა SDOE-სგან მოითხოვს გაასჯაროვონ ყველა საქმე, რომელზეც მის შვილს წვდომა ჰქონდა, რადგან ფიქრობს, რომ მკვლელის ვინაობის დადგენა ასე შეიძლება.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის დორა გაქცევას ცდილობდა და მიხოხავდა, თუმცა, მკვლელი მას მისდევდა და დანით უფრო და უფრო მეტ ჭრილობას აყენებდა.

როგორც სასაფლაოს ეკლესიის მღვდელი, მამა თეოდორო ამბობს, ის სასაფლაოს ხშირად სტუმრობდა, რადგან იქ მისი ყოფილი საქმრო იყო დაკრძალული, რომელიც გასულ მაისს გარდაიცვალა.

იგივე მღვდელის განცხადებით, მათ დორა ოთხშაბათს შუადღეს დაინახეს, ის უკვე ვეღარ სუნთქავდა და მძიმე ჭრილობებით მიწაზე დაეცა. პირველად მას ბიჭი მიუხლოვდა, რომელიც ამავე დროს სასაფლაოზე იმყოფებოდა, შემდეგ კი მღვდელი. მან გოგონას ჰკითხა, თუ როგორ იყო, მას კი უკვე აღარაფრის თქმა შეეძლო გარდა სიტყვისა ”დამეხმარეთ.”

სასაფლაოს სხვა თანამშრომლის თქმით, როცა გოგონა საქმროს საფლავზე მივიდა, იქ არავინ იყო. საფლავი კი იმ ადგილიდან, სადაც ის იპოვეს, 80-100 მეტრში იყო. მან ჭრილობებით ამ მანძილის გავლა მოახერხა.

მღვდელი ამბობს, რომ მკვლელობის დროს სასაფლაოზე 4-5 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა დანაშაულის ადგილიდან ყველა ძალიან შორს იყო. სასაფლაოს ღობე კი ძალიან მაღალია, თუმცა, უკანა მხარეს მავთულებზე გადმოსვლა ადვილად შეიძლებოდა.

გოგონას მამა იმ საქმეების გასაჯაროვებას ითხოვს, რომელიც მის შვილს ჰქონდა ჩაბარებული.

onalem

ტესტ